ფეხბურთი

16:22 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ბონუჩი გამოაკლდა

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსს“ წამყვანი ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი გამოაკლდა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა კოჭის დაზიანება აჩვენა.

იტალიელმა მცველმა შესაბამისი მკურნალობა უკვე დაიწყო. გავრცელებული ცნობით, ლეონარდო ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩიმ ტრავმა გუშინ, „ლაციოსთან“ შეხვედრის დასაწყისში მიიღო. თუმცა, ცვლილება მხოლოდ მე-40 წუთზე მოითხოვა და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

0.112956