ჩოგბურთი

15:55 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ტაილანდში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ტაილანდის ქალაქ ჰუა ჰინში იმყოფება და ძალებს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში მოსინჯავს.

"ტოიოტა ტაილანდ ოუფენზე" ოქსანას პარტნიორი მონტენეგროელი დანკა კოვინიჩი იქნება. ოქსანა და დანკა საწყის რაუნდში შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცსა და ჰოლანდიელ არანჩა რუსს ეთამაშებიან.

0.112866