კალათბურთი

15:30 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსმა ვარჯიში განაახლა

ლოს ანჯელეს "ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მეფეს" უახლოეს დღეებში პარკეტზე ვიხილავთ.

ლებრონ ჯეიმსს 25 დეკემბერის შემდეგ აღარ უთამაშია, რადგან ბარძაყის ტრავმა აწუხებდა. ლებრონის არ ყოფნაში "ლეიკერსმა" 15-დან 10 შეხვედრა წააგო.

ჯეიმსი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.3 ქულას, 8.3 მოხსნას და 7.2 პასა აგროვებს.

0.123564