კალათბურთი

14:16 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დონჩიჩმა ჯორდანის რეკორდი დაამხო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.

„დალასი“ საკუთარ დარბაზში „ტორონტოსთან“ 120:123 დამარცხდა. „დალასის“ ახალწვეულმა ლუკა დონჩიჩმა კარიერაში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა. 19 წლის ლუკა ნბა-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც სამმაგი დუბლი მინიმუმ 30 ქულით შეასრულა. დონჩიჩის მონაგარი ასეთი გახლავთ, 35 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი. აქამდე რეკორდი მაიკლ ჯორდანეს ეკუთვნოდა, რომელმაც 1985 წელს მსგავსი შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ამ დროს მაიკლი 22 წლის იყო. „ტორონტოში“ კავაი ლეონარდი 33 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.

„ოკლაჰომამ“ შინ „მილოუკი ბაქსი“ 118:112 დაამარცხა. პირველი პერიოდის ბოლოს ოკლაჰომელები დაწინაურდნენ და მას შემდეგ „ბაქსი“ მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო. პოლ ჯორჯმა 36 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. ადეტოკუმპომ გუნდს 27 ქულა და 18 მოხსნა შესძინა. „მილოუკი“ 35 მოგებით და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. „ოკლაჰომა“ 31 მოგებით და 18 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

„ჰიუსტონმა“ საკუთარ კედლებში „ორლანდოს“ 103:98 აჯობა. „მეჯიქმა“ კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 34:18 მოიგო. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 29:16 მოიგეს. „ჰიუსტონის“ გამარჯვებაში ლომის წილი ჯეიმს ჰარდენმა დაიდო, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა.

„ჩიკაგო“ – „კლივლენდი“ 101:104 (29:27, 24:24, 26:28, 22:25)

https://www.youtube.com/watch?v=57gWy1Z6AK0

„კლიპერსი“ – „საკრამენტო“ 122:108 (34:21, 33:30, 20:25, 35:32)

https://www.youtube.com/watch?v=haOJRY7jFp4

„ოკლაჰომა“ – „მილოუკი“ 118:112 (31:25, 25:17, 33:37, 29:33)

https://www.youtube.com/watch?v=XA22km8yJ2U

„დალასი“ – „ტორონტო“ 120:123 (32:38, 26:32, 30:15, 32:38)

https://www.youtube.com/watch?v=8tOFNDK0vBU

„ჰიუსტონი“ – „ორლანდო“ 103:98 (18:34, 35:27, 21:21, 29:16)

https://www.youtube.com/watch?v=XWLAM01tnnE

„მინესოტა“ – „იუტა“ 111:125 (22:25, 28:28, 35:37, 26:35)

https://www.youtube.com/watch?v=7Q5XyXh6PSg

„სან ანტონიო“ – „ვაშინგტონი“ 132:119 (36:26, 34:43, 29:17, 33:33)

https://www.youtube.com/watch?v=GEJxxVBCv-Q

„ნიუ იორკი“ – „მაიამი“ 97:106 (26:25, 32:27, 12:29, 27:25)

https://www.youtube.com/watch?v=l_ivqTNCZLU

„ლეიკერსი“ – „ფინიქსი“ 116:102 (31:27, 34:26, 25:28, 26:21)
https://www.youtube.com/watch?v=3aEqPA3JqsE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119789