ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. დაიწყო მეორე ჯგუფურიი ეტაპი, რომლის 6 ტურის შემდეგაც გამოვლინდებიან მეოთხედფინალისტები. კაცების ტურნირზე პირველი მატჩები 6 თებერვალს გაიმართება.
ლიგის ბოლო 6 სეზონში ოთხი ტიტულის მფლობელმა, უნგრეთის დიორმა 36-27 დაამარცხა CSM ბუკურეშტი. სეზონის წინ ეს ორი გუნდი მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ბუქარესტელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ გამოაკლდათ ქრისტინა ნიაგუ, ხოლო დიორი პაუზის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა - გუნდმა დაიმატა რუმინელი პივოტი, კრინა პინტეა, რომელმაც პირველივე მატჩში 9 გოლი გაიტანა.
მეორე ჯგუფს ლიდერობს მონტენეგროს ბუდუჩნოსტი. აქვე არიან საფრანგეთის მეცი, სადაც რამდენიმე ფრანგი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თამაშობს, ასევე როსტოვი - რუსი ოლიმპიური ჩემპიონების გუნდი. ამ სეზონში დიორის კონკურენტები ალბათ მათ შორის უნდა ვეძიოთ.
ტურის მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-7/1445989
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები
მეორე ჯგუფური ეტაპი. მე-5 ტური, 26-27 იანვარი
A ჯგუფი: ბუდუჩნოსტი 8, მეცი 7, როსტოვი 7, კობენჰავნი 3 - ოდენსე 3, ბრესტ-ბრეტონი 2
ოდენსე (დან) - ბრესტ-ბრეტონი (საფ) 28-24
ს. იორგენსენი 6 - გროსი 7, სტოილიკოვიჩი 6
მეცი (საფ) - როსტოვი (რუს) 29-25
ზაადი 7, შმიტსი 6, ფლიპი 5 - აბინგჰი 7, მაკეევა, ვიახირევა 5
ბუდუჩნოსტი (მნტ) - კობენჰავნი (დან) 29-27
რაიჩევიჩი 8 - მ. ნილსენი 8
B ჯგუფი: დიორი 10, კრისტიანსანდი 6, ბუკურეშტი 6, ფერენცვაროში 4 - კრიმი 3, ტიურინგერი 1
კრიმ მერკატორი (სლნ) - კრისტიანსანდი (ნორ) 24-25
მავშარი, პერედერიი 5 - არნცენი, რაისტადი, ვაადე 5
დიორი (უნგ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 36-27
პინტეა 9, ხროტი 5 - ლეკიჩი 8, რადიჩევიჩი 6
ტიურინგერი (გერ) - ფერენცვაროში (ინგ) 32-35
ჰუბერი 9, შმელცერი 7 - პენია 14
მე-6 ტური: 2-4 თებერვალი
მეოთხედფინალში გადის 4-4 საუკეთესო