ფეხბურთი

23:07 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" პასუხი "დორტმუნდს"

მიუნხენის „ბაიერნი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ არ ჩამორჩა და მე-19 ტურის შემდეგ 6 ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. „ლაიფციგმა“ კი, დიუსელდორფში გაისეირნა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრდა.

ნიკო კოვაჩის გუნდი „შტუტგარტს“ დაუხვდა და ოდენ პირველ ტაიმში გაუჭირდა. „ბაიერნი“ თამაში ახალი დაწყებული იყო, ტიაგო ალკანტარას გოლით რომ დაწინაურდა. თუმცა, სწრაფი გოლის მიუხედავად, მეტოქე ვერ გატეხა. „შტუტგარტი“ გადარჩენისთვის იბრძვის და ბუნებრივია, დასაკარგი არაფერი ჰქონდა. პირველი ტაიმის შუაწელს ანსტასოს დონისმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და მანუელ ნოიერს შანსი არ დაუტოვა - 1:1. ანტრაქტამდე არაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარში „რეკორდმაისტერი“ უფრო მობილიზებული და მონდომებული გავიდა მოედანზე. ეს შედეგშიც აისახა. კრისტიან გენტნერის ავტოგოლს, ლეონ გორეცკამ და რობერტ ლევანდოვსკიმაც დაამატეს. „ბაიერნს“ 42 ქულა დაუგროვდა და ლიდერ „დორტმუნდს“ 6 ქულით ჩამორჩება.

ტურის დასკვნით შეხვედრაში „დიუსელდროფმა“ „ლაიფციგს“ უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია. რალფ რანგნიკის გუნდმა მართლაც ძალიან ადვილად მოიპოვა მნიშვნელოვანი სამი ქულა და უკვე მე-16 წუთისთვის გადაწყვიტა მატჩის ბედი, რადგან „ლაიფციგი“ ხსენებული დროისთვის უკვე 3:0 იგებდა. დარჩენილ დროში თამაშმა პრაქტიკულად აზრი დაკარგა, ხოლო ლაიმერის გოლით სტუმართა უპირატესობა უბრალოდ, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. „ლაიფციგი“ 34 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

„ბაიერნი“ – „შტუტგარტი“ 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (5), 1:1 დონისი (26), 2:1 გენტნერი (55, ა.გ), 3:1 გორეცკა (71), 4:1 ლევანდოვსკი (84)

„დიუსელდორფი“ – „ლაიფციგი“ 0:4 (0:3)

გოლები: 0:1 პოულსენი (2), 0:2 კონატე (9), 0:3 პოულსენი (16), 0:4 ლაიმერი (68)

თეგებიბუნდესლიგა
სტატისტიკა
0.230991