„რეალის“ მცველს, მარსელოს, კლუბის დატოვება რომ სურს, არახალია. უკვე რამდენიმე თვეა ევრომედიაში ხშირად ჩნდება სხვადასხვა სიახლეები ამ ამბის გარშემო.
დღეს კი ესპანურმა Marca-მ გვამცნო, რომ 30 წლის ბრაზილიელს „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობისთვის ოფიციალურად მიუმართავს, მისი „იუვენტუსში“ გაშვების თაობაზე.
მარსელოს „რეალთან“ კონტრაქტს 2022 წლის 30 ივნისს ეწურება ვადა, მაგრამ მას ახლვე სურს ტურინში გადაბარგება, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.
Transfermarkt ამ შესაძლო ტრანსფერს, დაახლოებით 70 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით მარსელომ 20 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.