კალათბურთი

22:47 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილმა და ანდრონიკაშვილმა მოგებები მიითვალეს

ლუკა ბულაშვილის “კულერედომ” ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში მე-10 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა შინაურ კედლებში “ბეტანზოსს” 75:61 სძლია, ბულაშვილმა კი 24 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ლუკამ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კულერედოს” მომდევნო შეხვედრა 2 თებერვალს ელის, როდესაც “გარბახოსას” ეთამაშება.
წარმატებული დღე ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორესსაც”, რომელმაც სტუმრად “ვალიადოლიდს” 81:74 მოუგო.
ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 13 წუთი გაატარა და 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
ანდრონიკაშვილმა 3-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მირაფლორესი” 8 მოგებითა და 6 მარცხით A-A ჯგუფში მე-7 ადგილზეა, 2 თებერვალს კი “ორდიზია-ბასოასთან” შერკინება ელის.

0.116226