უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა გარეტ ბეილმა სამი კვირის წინ მიღებული ფეხის ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა. მიმდინარე თვეს ფეხბურთელს აღნიშნული დაზიანების გამო ექვსი მატჩი გაუცდა.
მიმდინარე სეზონში უელსელმა შემტევმა 23 მატჩის ჩატარება მოახერხა, გაიტანა 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯერჯერობით უცნობია როდის ითამაშებს ბეილი. "რეალი" 27 იანვარს "ესპანიოლს" სტუმრად დაუპირისპირდება, შემდეგ მატჩს კი პირველ თებერვალს ესპანეთის თასზე "ჟირონასთან" ჩაატარებს.