ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე გრან პრიზე დაშნით ფარიკაობაში ძალები საქართველოს ნაკრების წევრმა მაია გუჩმაზოვამ სცადა.
მაიამ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დასძლია, პლეი ოფის პირველ წრეში ავსტრალიელ ემილი პატენს 15:13 სძლია და საუკეთესო 64 მოფარიკავეს შორის მოხვდა.
სამწუხაროდ, გუჩმაზოვა შემდეგ შეხვედრაში სამხრეთკორეელ სერა სონგთან 10:15 დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.