კალათბურთი

17:11 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიმ” იტალიის სერია A2-ს აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო შვიდ ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია.

კალიარელებმა სტუმრად “ბასკეტ რავენას” 94:90 სძლიეს, ქართველი ფორვარდი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა.
გიგამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
“დინამო კალიარის” 18 ტურში 6 მოგება მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მეთერთმეტე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 30 იანვარს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ “ტრევიზო ბასკეტთან” ჩაატარებს.

0.11518