კალათბურთი

13:45 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მეომრებმა“ ბოსტონში იმარჯვეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „ბოსტონი“ 115:111 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ანგარიში 111:111 იყო. გადამწყვეტ მომენტში ბოსტონელებს მიზანმა უმტყუნა და ვერც ერთი სროლა კალათში ვერ მოათავსეს, ხოლო „მეომრებმა“ ორჯერ საჯარიმო ხაზიდან ოთხი ქულა აიღეს. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კევინ დურანტს ჰქონდა, კაირი ირვინგმა გუნდს 32 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა შესძინა. კარიმ მეტოქეს 24 ქულა ჩაუგდო. „ოქროს შტატელები“ 35 მოგებით და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფებიან.

„დენვერმა“ შინ „ფილადელფია“ 126:110 დაამარცხა. დენვერელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს. ნიკოლა იოკიჩმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე სამმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა, 18 მოხსნა და10 პასი. „ფილადელფიაში“ ჯე ჯეი რედიკს ყველაზე მეტი 22 ქულა ჰქონდა.

„ნიუ ორლეანი“ – „სან ანტონიო“ 114:126 (27:28, 30:32, 28:36, 29:30)

https://www.youtube.com/watch?v=xCuTNyrnxLo

„მემფისი“ – „ინდიანა“ 106:103 (24:19, 29:23, 25:27, 28:34)

https://www.youtube.com/watch?v=0cnd9C4oK5k

„ბოსტონი“ – „გოლდენ სტეიტი“ 111:115 (26:29, 33:32, 25:29, 27:25)

https://www.youtube.com/watch?v=hrHeYoz2ERQ

„დენვერი“ – „ფილადელფია“ 126:110 (41:37, 36:31, 30:28, 19:14)

https://www.youtube.com/watch?v=YuU_WuBN8TI

„პორტლენდი“ – „ატლანტა“ 120:111 (40:30, 23:34, 30:26, 27:21)

https://www.youtube.com/watch?v=biYWXIQZJj8

თეგებინბა
0.117787