ფეხბურთი

15:43 | 27.01.2019 | ნანახია 1340 - ჯერ

"სპორტინგმა" პორტუგალიის ლიგის თასი მეორედ მოიგო (+VIDEO)

პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში "სპორტინგმა" "პორტუ" პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ლისაბონელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

პორტუგალიაში ლიგის თასი 2007/08 წლების სეზონიდან თამაშდება და ყველაზე მეტჯერ შვიდჯერ "ბენფიკამ" მოიგო. "სპორტინგმა" კი თასი ორჯერ აღმართა. პორტუგალიის ჩემპიონატში ლისაბონელები მეოთხე ადგილზე 38 ქულით იმყოფებიან და პირველადგილოსან "პორტუს" რვა ქულით ჩამორჩებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.071263
1340