ფეხბურთი

21:10 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

არნაუტოვიჩმა "ვესტ ჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა "ვესტ ჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. Sky Sports-ის ინფორმაციით კი ავსტრიელი კლუბში 2023 წლის ივლისამდე დარჩება.

არნაუტოვიჩი "ვესტ ჰემმა" 2017 წელს "სტოკიდან" 20 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა. მიმდინარე სეზონში ინგლისური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მარკო ჩინეთში უნდა გადასულიყო, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. "ჩაქუჩების" რიგებში ავსტრიელს 53 მატჩი აქვს ჩატარებული, ჯამში გაიტანა 19 გოლი და ათი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112501