ფეხბურთი

20:45 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალუმ ჰადსონ-ოდოიმ "ჩელსის" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა

ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა კალუმ ჰადსონ-ოდოიმ ლონდონის "ჩელსის" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. როგორც Sky Sports-ი იუწყება, განური ფესვების მქონე შემტევს "ბაიერნში" გადასვლა ზამთარში სურს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და "ჩელსიმ" იანვარში, როგორც ინგლისური მედია იუწყება, გერმანელთა ოთხ წინადადებაზე თქვა უარი. "ბაიერნმა" ბოლოს კლუბს 35 მილიონი გირვანქა შესთავაზე. ასევე, ჰადსონ-ოდოიმ ახალ კონტრაქტზე უარი თქვა, რომელიც კვირაში ხელფასის სახით 85, 000 გირვანქა სტერლინგს გულისხმობდა.

კალუმი "ჩელსის" აკადემიის აღზრდილია და ოფიციალურად კლუბის პირველ გუნდში მიმდინარე წლის იანვაში დააწინაურეს. თუმცა ინგლისელმა შემტევმა "არისტოკრატების" რიგებში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114483