ფეხბურთი

11:45 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: მორატა "ატლეტიკოში" იჯარის წესით ითამაშებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ალვარო მორატა დღეს, 27 იანვარს "ატლეტიკოში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ესპანურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-ს სანდო წყარომ მიაწოდა. ასევე ცნობილია, რომ "როხიბლანკოსს" გამოსყიდვის უფლება ექნება.

მორატა "ჩელსიმ" 2017 წელს მადრიდის "რეალიდან" 66 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ "არისტოკრატების" მაისურით ალვარომ 72 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105597