ფეხბურთი

1:29 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: „ატლეტიკო“ და „სევილია“ თავ-თავის ადგილებზე დარჩნენ

ესპანური პრიმერას, 21-ე ტურის, პირველ სათამაშო დღეს, სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ შეუტანია. ლიდერებში მყოფმა „სევილიამ“ და „ატლეტიკომ“ თავ-თავისი შეხვედრები მოიგეს და კვლავ მეორე-მესამე ადგილებზე დგანან. კვირას კი, საქმეში ბობოლები - „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ჩაერთვებიან.

დღის ადრეული მატჩი „სევილიასა“და „ლევანტეს“ შორის ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ. მასპინძლებს პირველ ტაიმშიც ეპყრათ ტერიტორიული უპირატესობა, თითქოს მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ გოლი მაინც ვერ გაიტანეს. შესვენების შემდეგ კი, სიუჟეტი შეიცვალა. 48-ე წუთზე ბენ-იედირმა გახსნა ანგარიში, მერე კი მიჰყვა და მიჰყვა. ანდალუსიელებმა მეტოქეს ჯოჯოხეთი მოუწყვეს და კიდევ ოთხი ბურთი გაუტანეს. აქედან, ერთი პენალტით. ბოლოს, მსაჯმა სტუმართა კაში მეორე თერთმეტმეტრიანიც დანიშნა, ყოფილ მოსკოვის სპარტაკელ პრომესს, ჯერ მეკარემ აუღო, მაგრამ თავადვე დაამატა და მეხუთე გოლის ავტორი გახდა. ისე, ვინც თამაშს უცქირეთ, შეამჩნევდით, მასპინძლებს, მეორე ტაიმში, კონტრშეტევებისას ძალიან დიდი თავისუფალი სივრცეები რჩებოდათ. სტუმრებს აშკარად აკლდათ ორგანიზებულობა.

„ატლეტიკოსა“ და „ხეტაფეს“ მატჩი მოსალოდნელად მოსაწყენი გამოდგა. მოსალოდნელად იმიტომ, რომ ამ გუნდებს ლიგაში ლამის ყველაზე უკეთესი დაცვითი მაჩვენებლები აქვთ. ძლიან ფრთხილები არიან საკუთარ კართან და სიუჟეტიც გასაგები იყო.

მადრიდელებმა მაინც მოახერხეს ორი საგოლე კომბინაციის ორგანიზება. ორივე შესვენებამდე. გრიზმანმა და საულმა დასაჯეს სტუმრები ოდნავი უყურადღებობისთვის. საინტერესოა, რომ ხეტაფელებმა მატჩი 9 ფეხბურთელით ჩაამთავრეს.

“ლეგანესი“ „ეიბართან“ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 აგებდა, მაგრამ მაროკოელი იუსეფ ენ-ნესირის დუბლით გადაარჩინა თამაში. „ვალენსიამ“ კი შინ, „ვილიარეალი“ 3:0 გაანადგურა.

ესპანეთი

პრიმერა. 21-ე ტური. 26 იანვარი

სევილია - ლევანტე 5:0

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 34 220

1:0 ბენ-იედერი (48), 2:0 ანდრე სილვა (60), 3:0 ვასკესი (71), 4:0 სარაბია (78, პენ), 5:0 პრომესი (90+1)

90-ე წუთზე პრომესმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სევილია: ვაცლიკი, ვებერი, კარისუ, გომესი (მერკადო 12), პრომესი, ვასკესი, ბანეგა (ამადუ 74), მესა, ალეიშ ვიდალი (სარაბია 53), ანდრე სილვა, ბენ-იედერი

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

ლევანტე: ოლასაბალი, პიერი, მანზანარა, კაბაკო, მორალესი, ბარდჰი (დუკურე 76), კამპანია, როჩინა (ხასონი 72), ანდუხარ კოკე, ემანუელ ბოატენგი (მარტი 76), მაიორალი

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

მსაჯი: ხავიერ ალბეროლა

გაფრილება: მერკადო (40), ბანეგა (56); პიერი (88)

ატლეტიკო - ხეტაფე 2:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტნო. 55 709

1:0 გრიზმანი (27), 2:0 საული (37)

ატლეტიკო: ობლაკი, ერნანდესი, გოდინი (ხუანფრანი 46), ხიმენესი, არიასი, ლემარი, ტომასი, როდრი, საული, გრიზმანი, კალინიჩი (მოლიეხო 62)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ხეტაფე: სორია, კაბრერა, გონსალესი, ჟენე, დამიან სუარესი, ანტუნეში (საისი 58), მაკსიმოვიჩი (კრისტოფორო 66), არმბარი, პორტილიო, ანხელი, მოლინა (ხაიმე მატა 46)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: იგლესიას ვილიანუევა

გაფრთხილება: არიასი (48), როდრი (76); ჟენე (34), ანხელი (47), კრისტოფორო (71), კაბრერა (83), საისი (90)

გაძევება: ჟენე (88), კაბრერა (90+1)

ლეგანესი - ეიბარი 2:2

0:1 კიკე (29), 0:2 ხორდანი (36), 1:2, 2:2 ენ-ნესირი (46, 67)

ვალენსია - ვილიარეალი 3:0

1:0 დიაკაბი (4), 2:0 ჩერიშევი (51), 3:0 როდრიგო (86)

0.112642