ფეხბურთი

0:40 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ ასოციაციის თასზეც ყოჩაღობს

„მანჩესტერ სიტიმ,“ თავის „ეტიჰადზე,“ ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში, „ბარნლის“ უმასპინძლა, 5:0 გაანადგურა და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლები 23-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა დააწინაურა, 52-ზე „ქალაქელთა“ უპირატესობა ბერნარდო სილვამ გაამყარა. ამას კევინ დე ბრუინმა მესამე მიაყოლა. შემდეგ კი „ბარნლის“ მცველმა, კევინ ლონგმა, საკუთარ კარში შეაგდო. 85-ე წუთზე, მასპინძელთა არგენტინელმა შემტევმა, სერხიო აგუერომ, პენალტით მეხუთე გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ორიოდ დღის წინათ, ქვეყნის ლიგის თასის (Carabao cup) ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა. სადაც, 24 თებერვალს, „უემბლიზე,“ „ჩელსის“ შეხვდება.

0.136153