ფეხბურთი

0:48 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლინგარდი: „ლივერპულთან“ მატჩი? „მანჩესტერი“ აუცილებლად მოიგებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეჭვი არ ეპარება, პრემიერლიგის 27-ე ტურში „ლივერპულთან“ გამარჯვებაში.

„ჩვენი სათამაშო სტილი შეიცავლა. ძალიან კარგად ვირჯებით და დარწმუნებული ვარ, შემდეგ მატჩს „ლივერპულთან,“ აუცილებლად მოვიგებთ.“ - ციტირებს ლინგარდის სიტყვებს 101 Great Goals.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერის“ თავკაცად ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერის მისვლის შემდეგ, მანკუნიანელებმა მიჯრით რვა მატჩი მოიგეს.

ბოლოს კი, „ალისფერი ეშმაკუნები“ სწორედ „ლივერპულთან“ დამარცხდნენ. შარშან, დეკემბრის შუაში. რის შემდეგაც, მათი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიუ თანამდებობიდან დაითხოვეს.

„ლივერპულს“ „მანჩესტერი“ 24 თბერვალს იწვევს. მანამდე კი ოთხი მატჩი აქვს გასამართი. მაგრამ, მოგეხსენებათ, მანჩესტერელთათვის, მერსისაიდული კლუბი, სულ სხვაა. ოდინდელი მტერია, ასე ვთქვათ.

0.127848