ფეხბურთი

20:13 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე განაცხადშია, ქვილითაია - არა

ბელგიური „გენტი“ იუპილერ ლიგის 23-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად „კორტრაიკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა მატჩამდე ერთი დღით ადრე, 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

ჩვენთვის ეს საინტერესოა, რადგან გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია „გენტის“ რიგებში ირიცხებიან. ორი დღის წინ, ბელგიის თასზე ორივე იყო განაცხადში, მაგრამ თორუპმა სათამაშო დრო არცერთს დაუთმო.

ამჯერად, განაცხადში მხოლოდ ჩაკვეტაძეს ვხედავთ, ხოლო ქვილითაია 20 ფეხბურთელში ვერ მოხვდა. მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, ქვილითაიას 6 თვე გაუცდა და მიმდინარე წელს დაბრუნდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ განაცხადში ხვდებოდა და არ უთამაშია, ხოლო ჩაკვეტაძეს ბოლო ერთი თვე გაუცდა და წინა მატჩში პირველად მოხვდა განაცხადში. ვნახოთ, ამჯერად მაინც თუ მისცემს დანიელი სპეციალისტი 19 წლის ქართველ შემტევს თავის გამოსაჩენ დროს...

ცნობისთვის, „გენტი“ 22 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა 34 ქულით, ხოლო „კორტრაიკთან“ შეხვედრას 27 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს.

0.115786