ფეხბურთი

23:30 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" მზადაა კაგავა გაყიდოს

დორტმუნდის "ბორუსია" მზადაა 29 წლის იაპონელი ფეხბურთელი შინჯი კაგავა 2-3 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. აღნიშნული ინფორმაცია Bild-მა გაავრცელა. აზიელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში ოთხი მატჩი ჩაატარა.

კაგავა გერმანელებმა "სერესო ოსაკადან" 2010 წელს დაიმატეს. ორი წლის შემდეგ 16 მილიონ ევროს სანაცვლოდ იაპონელი "მანჩესტერ იუნაიტედმა" იყიდა და ასევე ორი სათამაშო წლის შემდეგ კაგავა უკან დაბრუნდა. ჯამში შინჯიმ "დორტმუნდის" მაისურით 216 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 60 გოლი და 55 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114844