ფეხბურთი

23:05 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდომ" "სანდერლენდის" თავდამსხმელი დაიმატა

"სანდერლენდის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჯოშ მაია კარიერას "ბორდოში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აფრიკული ფესვების მქონე ინგლისელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გააფორმა.

მაია "მანჩესტერ სიტის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და "სანდერლენდის" 18-წლამდელთა გუნდს 2015 წელს შეუერთდა. პირველ გუნდში ფეხბურთელი გასული წლის დასაწყისში დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში ჯოშმა ინგლისის ლიგა 1-ში 24 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119187