ფეხბურთი

17:15 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატი მეკარის უცნაური და ფატალური თამაში ბოლო წუთზე (+VIDEO)

ავსტრალიის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში „სიდნეი უონდერერსი“ „ბრისბენს“ სტუმრობდა და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. მოიგებდა კიდეც, რომ არა ხორვატ-ავსტრალიელი მეკარე ვედრან იანიეტოვიჩი.

„სიდნეი“ 2:1 იგებდა და მსაჯის კომპენსირებული, ბოლო მეხუთე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძლების უნიათო შეტევა ხიფათს არსაიდან მოასწავებდა. „ბრისბენის“ ფეხბურთელის უნიათოდ გაკეთებული პასი (თუ ამას პასი ჰქვია) მშვიდად გადადიოდა, მაგრამ რატომღაც იანიეტოვიჩმა ბურთის დამორჩილება დააპირა. ალბათ, იფიქრა ასე უფრო მეტად გავიყვან დარჩენილ 30 წამსო...

თუმცა, საბოლოოდ, ბურთს შეეხო, მაგრამ ვერ დაიმორჩილა და შედეგად კუთხური დაინიშნა. ააი, არაფრისგან გამოგონილი კუთხური და ჩინებული საჩუქარი „ბრისბენმა“ შეირგო და გოლი გაიტანა, რითაც ქულის მოპოვება შეძლო - 2:2.

31 წლის ვედრან იანიეტოვიჩი კი ალბათ, თავადაც კარგა ხანს ვერ ახსნის, რატომ მოინდომა ბურთთან შეხება და საერთოდ, რისი გაკეთება სურდა იმ არაფრის მთქმელ ეპიზოდში...

0.114835