ჩოგბურთი

13:53 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიურ ბარნიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა.

გორგოძემ შეჯიბრზე 3 წრე დასძლია, ფინალის საგზურისთვის კი ავსტრალიელ ბელინდა ვულკოკს გაეჯიბრა და 3:6, 6:1, 3:6 დამარცხდა.

ეკო ავსტრალიაში რჩება და მომავალ კვირას ლანკესტონის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც ასევე 60 ათასი დოლარია.

0.115283