1919 – დაიბადა ვალენტინო მაცოლა. იტალიის ნაკრებისა და “ტორინოს” ფორვარდი. იტალიის ჩემპიონი (1943, 1946, 1947, 1948, 1949) და თასის მფლობელი (1941, 1943). 1947 წელს გახდა იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 256 მატჩი, გაიტანა 130 გოლი. იტალიის ნაკრების 12 მატჩში გაიტანა 4 გოლი. ვალენტინო მაცოლა ავიაკატასტროფაში 1949 წლის 4 მაისს დაიღუპა. იგი ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის სანდრო მაცოლას მამაა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1871 – ინგლისში რაგბისტთა ასოციაცია დაარსდა.
1913 – ჯიმ ტორპს 1912 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ტორპს ბეისბოლის თამაშისას ჰონორარი ჰქონდა აღებული და იგი პროფესიონალ სპორტსმენად ჩათვალეს.
1921 – ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ”გრონინგენი”.
1924 – ჩარლზ ჯუტროუმ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს პირველი მედალი მოიპოვა. მან 500 მეტრზე ციგურებით რბენაში იმარჯვა.
1930 – ბრაზილიაში შეიქმნა საფეხბურთო კლუბი “სან პაულუ”. 2005 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 1992 და 1993 წლებში მოპოვებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასი. 1992, 1993 და 2005 წლებში ფლობდა ლიბერტადორესის თასს. ბრაზილიისა და სან პაულუს შტატის მრავალგზის ჩემპიონი. თამაშობს “მორუმბის” სტადიონზე, რომლის ტრიბუნები 80 ათას მაყურებელს იტევს.
1951 – მელ ოტი და ჯიმი ფოქსი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.
1956 – იტალიის საკურორტო ქალაქ კორტინა დ’ამპეცოში ზამთრის რიგით მეშვიდე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად იასპარეზეს საბჭოთა სპორტსმენებმა. მათ შორის იყო თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე, რომელმაც საბოლოოდ 30-ე ადგილი დაიკავა.
1960 – აშშ-ის უმაღლესი სკოლის (High-scholl) ჩემპიონატში დენი ჰითერმა ერთ მატჩში 135 ქულა გააკეთა.
1960 – პიტ როზელი ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) კომისრად აირჩიეს.
1966 – ჰოლანდიელმა მოციგურავე არდ სხენკმა 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:06.2).
1980 – ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში, ”ნიუ იორკ აილენდერზსა” და ”ედმონტონ ოილერზს” შორის, მსაჯებს არც ერთი საჯარიმო წუთი არ დაუნიშნავთ.
1982 – ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში ”ნიუ იორკ აილენდერზმა” 2 წუთსა და 37 წამში 5 შაიბა გაუტანა ”პიტსბურგ პინგვინზს”.
1985 – უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის 49-ე მატჩში 50-ე შაიბა გაიტანა. ეს მოვლენა გრეცკის დაბადების დღეს მოხდა.
1991 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მონიკა სელეშმა იანა ნოვოტნა 5:7, 6:3, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 65-ე ჩემპიონი გახდა.
1991 – ”ჰიუსტონ როკითსის” წევრი ვერნონ მაქსველი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ პერიოდში 30 ქულის მოგროვება შეძლო.
1992 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჯიმ კურიემ შტეფან ედბერგი 6:3, 3:6, 6:4, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მეოთხმოცე ჩემპიონი გახდა.
1993 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” კიშინიოვის ”ზიმბრუს” 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები შოთა არველაძემ (2) და გელა ინალიშვილმა გაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, ბერაძე, ჩიქოვანი, შელია, კუდინოვი, ინალიშვილი, რ. არველაძე, რეხვიაშვილი, ყაველაშვილი (ა. არველაძე), ქინქლაძე, შ. არველაძე.
1996 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” დუშანბეს ”პამირს” 9:0 მოუგო. გოლები კახა გოგიჩაიშვილმა (4), დავით მუჯირმა (2), გიორგი ანჩაბაძემ, ლევან ხომერიკმა და როინ კერძევაძემ გაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე, კალაძე, ლობჟანიძე, დიდავა, მაჭავარიანი, გოგიჩაიშვილი, მუჯირი (იაშვილი), ხომერიკი, კიკნაძე, ანჩაბაძე, კერძევაძე.
1997 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” ჯამბულის ”თარაზს” 2:0 მოუგო. გოლები გიორგი დემეტრაძემ და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ”დინამო”: ლომაია, კალაძე, ჯელაძე, მუჯირი (ზამთარაძე), დიდავა, ჩხაიძე (დავითნიძე), კიკნაძე, ცქიტიშვილი, კერძევაძე, დემეტრაძე (ასათიანი), ხომერიკი (ყიზილაშვილი).
1999 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” უკრაინის ”დნეპრ-ტრანსმაშთან” 3:5 წააგო. ქართველთაგან გოლები ასათიანმა, მიქაძემ და შენგელიამ გაიტანეს. ”დინამო”: გვარამაძე, რუხაძე, მაჭავარიანი, აბრამიძე, ქემოკლიძე, ასათიანი, ხიზანიშვილი, გაგუა, გ. შენგელია, გ. მიქაძე, შაშიაშვილი.
1997 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში პიტ სამპრასმა კარლოს მოია 6:2, 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 85-ე ჩემპიონი გახდა.
2005 – ”მილანმა” მიაღწია წინასწარ შეთანხმებას ”პარმას” ფორვარდ ალბერტო ჯილარდინოსთან. გარიგების თანახმად ეს ფორვარდი ”როსონერიში” ზაფხულიდან უნდა ჩარიცხულიყო.
2006 – “ბარსელონამ” სათასო შეხვედრა 2:4 წააგო “სარაგოსასთან”, რითაც ამ ტურნირზე კატალონელთა ზედიზედ 18 მოგებისგან შემდგარი სერია შეწყდა.
2007 – ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ჩემპიონები ფრანგები იზაბელ დელობელი და ოლივიე შოენფელდი გახდნენ.
2007 – დიუსელდორფში მიმდინარე უეფას კონგრესზე ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად 27 ხმით (23 წინააღმდეგი) მიშელ პლატინი აირჩიეს, რომელმაც ამ პოსტზე 77 წლის შვედი ლენარტ იუჰანსონი შეცვალა.
2008 – ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარია შარაპოვამ ანა ივანოვიჩი დაამარცხა და პირველი რუსი გახდა, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო.
2008 – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და გენერალური მდივანი უჩა უგულავა ფიფასა და უეფას პრეზიდენტებს, ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის შეხვდნენ.
2010 – საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ვენის “რაპიდს” დაუზავდა.
2013 - ამერიკელმა ტყუპმა ძმებმა, ბობ და მაიკ ბრაიანებმა, ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ფინალში რობინ ჰაასე და იგორ სისლინგი დაამარცხეს 6:3, 6:4 და ჩოგბურთის ისტორიაში გახდნენ საუკეთესო მამაკაცთა წყვილი. მათ ანგარიშზე 13 დიდი სლემის ტიტული გახდა და ამ შედეგით, 31 წლის ამერიკელებმა გადაასწრეს ჯონ ნიუკომბსა და ტონი როჩს.
2014 - ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ კაარსტში გამართული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) სრული ტრიუმფით დაასრულა. ბასილაშვილმა ბელარუს ალექსანდერ ბურისთან ერთად წყვილთა შეჯიბრში იმარჯვა და ერთეულებშიც გაჩემპიონდა.
ბასილაშვილი ერთეულებში განთესილთა შორისაც არ ყოფილა, თუმცა, 4 თამაში ისე მოიგო, სეტიც კი არ წაუგია. SEGRO INTERNATIONAL-ის ფინალში ნიკოლოზის მეტოქე მე-2 განთესვის მქონე სლოვაკი მილოსლავ მეჩირი გახლდათ. ფინალი დაძაბული გამოდგა და მართალია, ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე პირველი სეტი დათმო, საბოლოოდ, გამარჯვება მას დარჩა – 2:6, 7:5, 6:3.
2014 - ავსტრალიის ღია პირველობის ვაჟთა ფინალში შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ დაამარცხა რაფაელ ნადალი - 6:3, 6:2, 3:6, 6:3.
2014 - ანა ტატიშვილი ფლორიდაში დეიტონა ბიჩის 25-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა. ფინალში ანას მეტოქე მე-4 განთესვის მქონე ამერიკელი ელი კიკი იყო. გადამწყვეტ შეხვედრაში ფინალის შესაბამისი ბრძოლა არ შედგა. საქართველოს პირველი ჩოგანი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო – 6:1, 6:3.
ამ დღეს დაიბადნენ
1919 – ვალენტინო მაცოლა. იტალიის ნაკრებისა და “ტორინოს” ფორვარდი. იტალიის ჩემპიონი (1943, 1946, 1947, 1948, 1949) და თასის მფლობელი (1941, 1943). 1947 წელს გახდა იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. საკლუბო დონეზე ჩაატარა 256 მატჩი, გაიტანა 130 გოლი. იტალიის ნაკრების 12 მატჩში გაიტანა 4 გოლი. ვალენტინო მაცოლა ავიაკატასტროფაში 1949 წლის 4 მაისს დაიღუპა. იგი ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის სანდრო მაცოლას მამაა.
1919 – ბილი ნიკოლსონი. “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1930-50-იან წლებში გუნდის მოთამაშე იყი, 1959-1975 წლებში კი მთავარი მწვრთნელი. ნიკოლსონმა “ტოტენჰემს” უეფას, ინგლისის (სამჯერ) და ლიგის (ორჯერ) თასები მოაგებინა.
1943 – ბერნარ ტაპი. ფრანგი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. 1986-94 წლებში “მარსელის” პრეზიდენტი იყო. იმ პერიოდში გუნდმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ტაპი მაქინციებში ამხილეს, “მარსელს” ტიტულები ჩამოართვეს და დაბალ დივიზიონში დააქვეითეს, კლუბის ყოფილი პრეზიდენტი კი 2 წლით ციხეში ჩასვეს.
1948 – ვლადიმერ პილგუი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ”დინამოს” გოლკიპერი.
1950 – ივან გლინკა. ჩეხოსლოვაკიელი ჰოკეისტი. ამპლუით ფორვარდი. გლინკას სამ-სამჯერ აქვს მოპოვებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული.
1951 – იარმილა კრატოხვილოვა. ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი.
1956 – მერაბ მეგრელაძე. ლანჩხუთის ”გურიასა” და ქუთაისის ”ტორპედოს” ფორვარდი (საკავშირო ჩემპიონატებში). გამოირჩეოდა საგოლე ალღოთი და ოსტატური, მოულოდნელი დარტყმებით. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა წყალტუბოს ”სამგურალში”, ქუთაისის ”ტორპედოში”, ზესტაფონის ”მარგვეთში”. ქუთაისელთა შორის მოედანზე გადიოდა შვილთან, გია მეგრელაძესთან ერთად. გარდაიცვალა 2012 წლის 24 იანვარს.
1958 – ედგარდო ბაუსა. არგენტინელი საფეხბურთო მცველი. რამდენიმე სეზონის განმავლობაში იყო “როსარიო სენტრალის” კაპიტანი. ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. გატანილი აქვს 108 გოლი და ამ მაჩვენებლით უკანახაზელთა შორის მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია.
1959 – ერვინ ვანდერბერგი. ბელგიელი ფორვარდი. ხუთჯერ გახდა ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. 1980 წელს დაეუფლა “ოქროს ბუცს”. 1981 წელს აღიარეს ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1983 წელს მოიპოვა უეფას თასი.
1961 – უეინ გრეცკი. საერთო აღიარებით ყველა დროის უძლიერესი ჰოკეისტი. გამოდიოდა ”ედმონტონ ოილერზში” და მრავალ ტიტულთან ერთად უამრავი რეკორდის მფლობელიცაა. გრეცკი 1984, 1985, 1987 და 1988 წლებში ფლობდა სტენლის თასს. ხუთჯერ იყო ჰოკეის ეროვნული ლიგის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. სამჯერ დაასახელეს ნჰლ-ის “ოლ სტარის” საუკეთესო მოთამაშედ. ერთადერთი ჰოკეისტი, რომელმაც გოლ-პლუს პასის სისტემით 2 000 ქულას გადააჭარბა. 1 487 მატჩში გატანილი აქვს 1 016 შაიბა. უეინ გრეცკი დაასახელეს კანადის მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.
1962 – ოსკარ რუჯერი. არგენტინის ნაკრებთან ერთად 1986 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამპლუით მცველს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 97 შეხვედრა. 1991 წელს დაასახელეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად.
1963 – ჟოზე მოურინიო. პორტუგალიელი მწვრთნელი. “პორტოს”, “ჩელსის”, მილანის “ინტერის”, მადრიდის “რეალის”, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი. “პორტოს” უეფას თასი (2003) და ჩემპიონთა ლიგა (2004) მოაგებინა. 2010 წელს “ინტერს” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მოპოვებული აქვს პორტუგალიის (2003, 2004), ინგლისის (2005, 2006), იტალიის (2009, 2010) და ესპანეთის (2012) ჩემპიონობა და ამ ქვეყნების თასები. 2004, 2005 და 2010 წლებში დაასახელეს პლანეტის საუკეთესო დამრიგებლად. 2005 და 2006 აღიარეს ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად.
1977 – ვინს კარტერი. ”ტორონტო რეპტორზისა” და “ნიუ ჯერსის” მსროლელი-ფორვარდი (198 სმ). კარტერს ”დრიმ თიმის” შემადგენლობაში მოპოვებული აქვს 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული. რვაჯერ ითამაშა “ოლ სტარის” შემადგენლობაში.
1987 – სებასტიან ჯოვინკო. ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი-ფორვარდი.
ამ დღეს გარდაიცვალა
2003 – ვალერი ბრუმელი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი სიმაღლეზე მხტომელი. ბრუმელი იყო ოლიმპიური ჩემპიონი და დამყარებული ჰქონდა მსოფლიო რეკორდი.
2020 - კობი ბრაიანტი. ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი. კობი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, მასთან ერთად ბორტზე მისი შვილი ჯანა და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.