„ბუდუჩნოსტის“ ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ „გრან კანარიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 19 წლის ქართველი კალათბურთელის განცხადებით, პოდგორიცელებს შესანიშნავი სერია აქვთ და ევროლიგაში მიღებული გამოცდილება ადრიატიკის ლიგის მოგებაში დაეხმარებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. შესანიშნავი სერია გვაქვს, „რეალისა“ და „ცედევიტას“ შემდეგ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ ევროლიგაში. ილუზია იქნება სიტყვების დახარჯვა იმისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად და რამდენად დაგვეხმარება ეს გამოცდილება ABA ლიგის (ადრიატიკის ლიგა - ავტ) მოსაგებად, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანია.
პირველ ტაიმში სათანადო დონეზე ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ ენერგიულად ვმოქმედებდით დაცვაშიც და შეტევაშიც, ყველამ ერთიანი სულისკვეთებით ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ“, - განუცხადა ბითაძემ Sportklub.rs-ს.
შეგახსენებთ, ბითაძემ „გრან კანარიასთან“ არასრულ 29 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ქართველი ცენტრი შეხვედრის MVP გახდა, რადგამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი (27) ჰქონდა.
„ბუდუჩნოსტმა“ კი, ევროლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ნიშანდობლივია, რომ ეს იგივე შედეგია, რაც მანამდე 17 თამაშის შემდეგ ჰქონდა.