ჭადრაკი

19:30 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ ინდოეთში კიდევ ერთი ტურნირი მოიგო

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ (2597) ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. თბილისელმა დიდოსტატმა რიგით მე-17 საერთაშორისო ღია ტურნირზე 10 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: 2. ივან პოპოვი (რუსეთი, 2588); 3. ალექსეი ალექსანდროვი (ბელორუსია, 2582), 4. ლუკა პაიჭაძე (საქართველო, 2583), 5. სუსანტო მეგარანტო (ინდონეზია, 2530), 6. ივან როზუმი (რუსეთი, 2589).

საინტერესოა, რომ ფანცულაიას გამარჯვება და სპეციალურ ჯილდოსთან ერთად დოლარი დასკვნით ტურში პირველ ნომრად განთესილ რუს ალექსანდრ პრედკესთან (2620) ყაიმმა მოუტანა. ეს უკანასკნელი, საბოლოოდ, 7.5 ქულით მე-9 პოზიციაე გავიდა.

ცნობისთვის, ფანცულაიამ ათიოდ დღის წინ დელის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა და პირველი საფეხური იქაც არავის დაუთმო.

0.11942