ფეხბურთი

17:34 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "ბარსელონაში" თამაში ვის არ მოეწონებოდა?"

ფრენკი დე იონგის „ბარსელონაში“ ტრანსფერი ორი დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა. ახლა კი, „ბლაუგრანას“ ჰოლანდიური ფეხბურთის კიდევ ერთ ამომავალ ვარსკვლავს, მატის დე ლიხტს უკავშირებენ.

Nu Sport-თან „აიაქსის“ 19 წლის კაპიტანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ „აიაქსში“ თამაშზე ფიქრობს, ხოლო რასაც ჟურნალისტები წერენ, ეს ნორმალურია.

„მე არ შემიძლია იმისგან თავის არიდება, რასაც ჟურნალისტები წერენ, ეს ფეხბურთის ნაწილია. მას შემდეგ, რაც ფრენკიმ (დე იონგმა - ავტ) „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააფორმა, ნორმალურია, რომ ჩემზეც საუბრობენ, მაგრამ ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, „აიაქსში“ ჩასატარებელი მატჩებია. მხოლოდ ამისთვის ვმუშაობ.

დე იონგი? - მასთან ერთად ისევ სიამოვნებით ვითამაშებდი. ვნახოთ, სად წავალ, ამ მომენტში „აიაქსში“ ბედნიერი ვარ და იმედია, მიმდინარე სეზონს კარგად დავასრულებთ. ფრენკის გამო კი ბედნიერი ვარ, ეს მისთვის ფანტასტიკურია. ვის არ მოეწონებოდა „ბარსელონაში“ თამაში?“, - განაცხადა დე ლიხტმა.

დე ლიხტის გადაბირებით ესპანური გრანდის გარდა, პსჟ და „იუვენტუსიც“ არიან დაინტერესებულნი.

0.119923