ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის მოსაზრებებს არ იზიარებს. ბელგიელის განცხადებით, მისთვის უმნიშვნელოა რას ამბობს მწვრთნელი.
აღნიშნული განცხადება აზარმა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ გააკეთა:
„სიმართლეს ვამბობ, არ მაინტერესებს, რას ამბობს მწვრთნელი. მე მხოლოდ ჩემი ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობ. კონცენტრირებული ვარ გუნდზე და ვფიქრობ, როგორ დავეხმარო გუნდს გამარჯვებაში“, - განაცხადა აზარმა.
შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის „რეალს“. „ჩელსიმ“ კი გუშინ ინგლისის ლიგის თასზე „ტოტენჰემი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე ვნახე რაკიტიჩში და კოუტინიოში უცვლის ბარსაო
კოუტინიომ დებილი კი ვარ ლივერპულიდან რო წამოვედი მარა მთლად მასეთიც არა იუნაიტედში რო წავიდეო
ზუსტად ასე დაწერა სქაიმ მიდის ბარსადაც მარა იუნაიტედი არც განიხილება ლივერპულის პატივისცემის გამოო
მანჩესტერმა სულ გვკიდია რას ამბობს პოგბა მაგის გაშვებას არ ვაპირებთოო :დდ
მაგ მწვრთნელმა გაფარჩაკებული რეალი ჩაიბარა და ტრანსფერების გარეშე 3 ლიგა მოიგო!