ფეხბურთი

18:26 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სედრიკ სოარეში დაიმატა

ინგლისური „საუთჰემპტონის“ მცველი სედრიკ სოარეში კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი უკვე იტალიაში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

შეთანხმების თანახმად, სოარეში „ინტერში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რაც იტალიელებს 500 ათასი ევრო დაუჯდათ. მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა კი 11 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ფორცა „ინტერ“!, - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.

სედრიკ სოარეში „სპორტინგის“ აღზრდილია და ლისაბონელთა ღირსებას 2015 წლამდე იცავდა. შემდეგ კი „საუთჰემპტონში“ გადავიდა, რომლის რიგებში დღემდე 112 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სოარეშს პორტუგალიის ნაკრებში 33 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 2016 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა.

0.116745