ფეხბურთი

9:04 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ „ტოტენჰემი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ლიგის თასის ფინალში გავიდა

წუხელ, „სტემფორდ ბრიჯზე,“ ინგლისის ლიგის თასის (Carabao Cup), მეორე ნახევარფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა. „ჩელსიმ“ თანაქალაქელ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა, პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ანგარიში „არისტოკრატმა“ ნგოლო კანტემ 27-ე წუთზე გახსნა. შესვენებამდე მასპინძელთა უპირატესობა ედენ აზარმა გაამყარა, რომელმაც სესარ ასპილიკუეტას გადაცემის შემდეგ გაიტანა მეორე ბურთი.

შესვენების შემდეგ, „დეზმა“ ფერნანდო ლიორენტემ ერთი საპასუხო გაიტანა და შეხვედრაც 2:1 დასრულდა „ჩელსის“ სასარგებლოდ. რადგან პირველი მატჩი, 8 იანვარს, „ტოტენჰემმა“ მოიგო (1:0), ჯამში ანგარიში გათანაბრდა (ამ ტურნირში სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა არ ენიეჭება) და თერთმეტმეტრიანები დაინიშნა. ლატარეა მასპინძლებმა უკეთ შეასრულეს, ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს. სტუმართაგან კი ერიკ დაიერმა და ლუკას მოურამ ვერ ივარგეს.

გამარჯვებისა დავიდ ლუისმა გაიტანა.

ფინალში, 24 თებერვალს, „უემბლიზე,“ „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122256