ფეხბურთი

23:55 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კვალი არ ჩანს" - გერნსის პოლიციამ სალას სამძებრო ოპერაცია შეაჩერა

„კარდიფ სიტის“ თავდამსხმელის ემილიანო სალას სამძებრო ოპერაცია შეჩერებელია. აღნიშნული ინფორმაცია გერნსის პოლიციამ დაადასტურა. სამდღიან სამუშაოებს შედეგი არ გამოუღია, რის გამოც ადგილობრივი ხელისფლება იძულებელი გახდა აქტიური ძიება შეეწყვიტა.

„ჩვენმა გუნდმა მიიღო ბრძანება, რომ შეწყვიტოს სამძებრო და სამაშველო ოპერაცია, რომელიც ტარდებოდა ორშაბათიდან მოყოლებული. მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომელიც ხორციელდებოდა საჰაერო და საწყლოსნო ტექნიკით და რომელმაც დაფარა თითქმის 1.700 კვადრატული კილომეტრი, ზოგიერთ ადგილებში კი ძებნა ორმაგად მიმდინარეობდა, თვითმფრინავის, ფეხბურთელისა და პილოტის კვალი არ ჩანს. ამ ეტაპზე მათი ცოცხლად გადარჩენის შანსი მინიმალურია“, - განაცხადა ოპერაციის ხელმძღვანელმა დევიდ ბარკერმა.

შეგახსენებთ, ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კერძოდ თვითმფრინავით მგზავრობისას გაუჩინარდა. მიუხედავად სამდღიანი სამძებრო სამუშაოებისა, რომელშიც ვერტმფრენები და გემებიც იყვნენ ჩართულნი, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის თვითმფრინავის კვალს პოლიციამ ვერ მიაგნო.

აქვე გეტყვით, რომ სალა „ნანტიდან“ „კარდიფ სიტიში“ 17 მილიონ ევროდ გადავიდა და უელსური გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. თუმცა, არგენტინელმა ახალ გუნდში ვარჯიშის ჩატარებაც ვერ მოახერხა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122747