ძიუდო

20:03 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა წარუმატებელი სტარტი

ისრაელის ქალაქ თელ ავივში მიმდინარე გრან პრის სასტარტო დღეს ტატამზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების 3 წევრი გავიდა, თუმცა, საღამოს სესიამდე მისვლა ვერცერთმა მოახერხა.

52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილმა რუს ალესია კუზნეცოვასთან წააგო, საქართველოს დროშის ქვეშ პირველად მოასპარეზე ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა კი 1 გამარჯვება იზეიმა. მან ისრაელის წარმომადგენელ პაზ კაფრის აჯობა, შემდეგ კი, ფავორიტად შერაცხულ კოსოვოელ მაილინდა კელმენდისთან დამარცხდა.

საწყის ეტაპზე კოტ დ'ივუარელი ზულეიჰა აბზეტა დაბონეს ძლევის კვალად, ებრაელ ტიმნა ნელსონ ლევისთან წააგო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.).

თელ ავივის გრან პრიზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: მარიამ ჭანტურია (70 კგ.) ისრაელის კიდევ ერთ წარმომადგენელ იარდენ მაიერსონს დაუპირისპირდება, ხოლო სოფიო სომხიშვილის (+78 კგ.) მეტოქე ხორვატი ივანა სუკალო იქნება.

0.117349