ესპანური „სევილიას“ თავდამსხმელმა ვისამ ბენ იედერმა ესპანეთის სამეფო თასზე „ბარსელონას“ გოლი გაუტანა და „კარდიფ სიტის“ დაკარგულ ფორვარდ ემილიანო სალას მიუძღვნა.
ფრანგ ფეხბურთელს მაისურის შიგნით ეწერა: „ჩემი ძმისთვის, ემილიანო სალა“.
შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა, თუმცა ლაინერი რადარებიდან გაქრა და უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
„სევილიამ“ კი, მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში კატალონური გრანდი 2:0 დაამარცხა.