საიტის სრული ვერსია

13:11 | 24.01.2019 | ნანახია 1918-ჯერ

ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პიტსონსმა" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონში 22-ე გამარჯვება იზეიმა, ვეტერან ქართველ ცენტრს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ტრავმირებული ანდრე დრამონდის არყოფნაში, ზაზა ისევ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და "ნიუ ორლეან პელიკანსთან" მოგებულ (98:94) მატჩში მოედანზე 31 წუთი გაატარა.

აღნიშნულ დროში ზაზას მონაგარი 8 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ვთქვათ ისიც, რომ ფაჩულიას მოედანზე ყოფნის პერიოდში დეტროიტელებმა მეტოქეზე 8 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"პისტონსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი ბლეიკ გრიფინი იყო 37 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით, "პელიკანსს" კი 29 ქულით ჯრუ ჰოლიდეიმ ულიდერა.

"პისტონსმა" 21 მოგება და 26 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ დივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 26 იანვარს ზაზას ყოფილ გუნდ "დალას მავერიქსთან" გამართავს.

დათო მანჯავიძე
სარეკლამო ადგილი - 35
620 x 300

კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

04:51 | 26.01.2019
araza-1918 (6330)

უტვინო გეგეშიძე უტვინო კალაძის სიძის ძმაა კორცხელში რო ნაცები აცემინეს პარტიის და მთავრობის მითითებით ზონდერ მოჭიდავეებთან ერთად და თავისი მოკლე ჭკუით ფიქრობს, რომ დამსახურება აქვს ბიძინისტებში და არ გაწირავენ ბიძო თითონ უკვე გაწირა დასავლეთმა

06:41 | 25.01.2019
dwyanewade (3) (285)

მაიამით დავიწყებ თავიდან, რომელმაც ფორმა დაკარგა შედარებით და მერვე პოზიციამდე არის ჩამოქვეითებული და უკვე მოსაგებ თამაშებს ვერ იგებს კლიპერსთან მაგალითად მაგრამ არაუშავს. ცოტა უცნაურია სტატისტიკის და თამაშის მიუხედავად ჰარდენის პროცენტს და ნასროლ ჯარიმებს ვუყურებთ იმის მაგივრად რო ჩავრთოთ და ვიკაიფოთ მაგ კაცის თამაშით. ან რა არის გასაკვირი მეორე ლიდერი ტრავმირებულია, გორდონს არ მისდის დიდად თამაში, გუნდის მთავარი ცენტრიც ლაზარეთშია. ჰარდენიც როგორც გუნდის პირველი ლიდერი თავის თავზე იღებს და ისვრის აბა რა უნდა ქნას. ფლეიფოის საქმე დასავლეთში როგორა ეხლა: მე პირადად მგონია რო იუტა ითამაშებს პლეიოფს. გოლდენი, ოკლაჰომა, დენვერი (შედეგების მიხედვით), პორტლენდი, ჰიუსტონი, ჯაზი ფლეიფოს უპრობლემოდ ითამაშებენ ჩემი აზრით. აი ბოლო ორი ადგილისთვის უნდა წავიდეს ბრძოლა. სან ანტონიო და გრეგი თითქოს გამოცდილებით უნდა გავიდნენ მაგრამ ცოტა არ მჯერა რა ამ სან ანტონიოსი. ლებრონი რო დაბრუნდება ლეიკერსი აუცილებლად შევა ზონაში და. ერთი ადგილი მინესოტა?? სან ანტონიოს ხილვას მე პირადად მაინტერესებს მგლები და როუზი როგორ ითამაშებენ ფლეიოფს. გემოვნების საკითხია ნამდვილად. ოლ სტარის მერე ყომარი წავა. აღმოსავლეთში ქვემოთ ნახეთ რა ხდება: ბრუკლინი, ჩარლოტა, მაიამი, დეტროიტი, ვაშინგტონი, ორლანდო ომობენ რასაც ქვია 7,8 ადგილებისთვის. ერთი მაიამისთვის და ვეიდისთვის მაქვს დაჯავშნული და ის ერთი ადგილი გაიყონ ბიჭებმა როგორმე ზემოთა გუნდები ხელშეუხებლები არიან ჩემი აზრით, ინდიანას ჩათვლით, მიუხედავად იმისა რომ ვიქტორა დაემტვრათ

15:12 | 25.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჰიტი ყველა ვარიანტში უნდა გავიდეს ფლეიოფში და ეგრეც იქნება ბრუკლინის ძლიერების მე არ მჯერა

00:50 | 25.01.2019
diadimaestro (2482)

არაფერი ბევრს არ ისვრის ჰარდენი. 23.9 სროლაში აკეტებს ტიპი 36.3 ქულას. მაგალითად ჯორდანი 37.1 ქულას 27.8 სროლაში აკეთებდა. თან პასებსაც ბლომად აკეთებს ჰარდენი და ქულებს იქეთაც პროდუქტულია შეტევაში.მოკლედ მვპ ია. დაჟე მამბაც 35 ქულიან სეზონში 27 ჯერ ესროდა ფარს.ეს კიდე 24 ჯერ ესვრის

23:24 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჰარდენის ფანი არ ვარ მაგრამ მაინც 61ქულა ტოპ კლასია.20ჯარიმას აღება უნდა ეგრე სადაა რატო სხვებზე არ ჯარიმდებიან მაგდენს მაგდენ სროლაზე კი იასნა სხვასაც შეუძლია მაგდენის აღება მარა რაცაა ესაა ჰარდენი საუკეთესოა ახლა

23:06 | 24.01.2019
zviadi-shxefi (6335)

მგონია სწორად იქცევიან რადგანაც ძალიან ბევრს უხდიან მაგ ორს და საკრამენტოს ვერ ჯობიან. ფული მაინც დარჩებათ

22:11 | 24.01.2019
Ginóbili20 (2332)

ზააააზაააა ფაჩუუუულიიიიიაააააა, ქართული კალათბურთის ლეგენდაა.

ჯეიმს ჰარდენის ამ თამაშების მიუხედავად ვერ ვკაიფობ მაგ კაცის თამაშით, 20 საჯარიმო ქულა 20-დან 5 სამიანი და 61 ქულა , ტეხავს...

22:26 | 24.01.2019
Digmeli (188)

მეც ანალოგიური შეხედელება მაქვს ჰარდენზე, დანარჩენები რას აკეთებენ დაცვაში ყამაშობენ მარტო, სულ ამას აქვს ბურთი და ნახევარს ეს ესვრის საშინელი პროცენტით, სხვები ბურთის მოსაპოვებჭად ყავს მერე ისევ ამან რო ისროლოს, არადა კაი მსროლელები ყავს გუნდში

20:31 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კი კონლი გასოლის გაცვლა უნდა მემფისს ყ ეები არიან გასოლს ეგრე რატო ექცევიან

19:57 | 24.01.2019
zviadi-shxefi (6335)

ზაზამ რაც შეეზლო იბრძოლა მაგრამ უკვე ეტყობა ის ენერგია არარაქვს რაც ქონდა, თუმცა თავისი გამოცდილებით ძალიან დიდი როლი ითამაშა თამაშის მოგებაში

19:54 | 24.01.2019
zviadi-shxefi (6335)

აღმოსავლეთში პლეიოფის მონაწილე 5 გუნდი პრაქტიკულად გარკვეულია, კარგად მიდის ბრუკლინიც, აი დეტროიტისა და ვაშინგტონის არ ყოფნა საპლეიოფო ზონაში ჩემთვის მოულოდნელია. ვაშინგტონმა თავისი ხისთავა თუ გაუცვალა ვინმეს კარგ 4 ან 5 ნომერში პლეიოფშიც შევა და მანდაც გვარიან ოფლს მოადენს მეტოქეს (ისე არამგონია პირველი რაუნდი გადალახონ თუ მოხვდებიან პლეიოფში)

დასავლეთში 7 გუნდი ასეა თუ ისე გამოკვეთილია და 1 საგზურისთვის ლეიკერსი, კლიპერსი და მინესოტა იბრძოლებენ (უდევისო პელიკანსი არამგონია ჩაერთოს კონკურენციაში). თუ ლებრონი დროულად არ დაბრუნდა მის გარეშე ლეიკერსი მინიმუმ კლიპერსთან უშანსდაა. დილით ლეიკერსი-მინესოტა იქნება მაგარი ჯახი. მანდ თუ წააგო მინესოტამ დაემშვიდობება დიდი ალბათობით პლეიოფს (ჯერ ადრეა მაგრამ მაინც). შვიდეულიდან კი მაინც დენვერი მიმაჩნია ყველაზე სუსტ გუნდად და თუ ვინმეს მოუგებს ლეიკერსი პლეიოფში ერთერთი დენვერი მგონია.

გაცვლები მზადდებაო და გასოლის დამატებით საკმაოდ გაძლიერდება კლიპერსი და კონლის დამატებით ინდიანა მაგრამ ოლადიპოს ტრამვა ინდიანასთვის დასახული გეგმის შესრულებაში აუნაზღაურებელი დანაკლისია

17:55 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ოლადიპოს ტრავმა გამიტყდა მაგრად დღეს მომწონდა ინდიანა და წელს არანაირი პერსპექტივა აღარ აქ ოლადიპოს გარეშე ცუდია ოლადიპოც ძაან მაგარი კაცია

17:49 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სპერსს იუტას და კლიპერსს ჩვეულებრივად დაიხევს ლეიკერსი

17:46 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

საფლეიოფოდ არაფერი აქ პრობლემა ლეიკერსს 5 ადგილოსანი ჰიუსტონი მხოლოდ 2 მოგებით უსწრებს და საერთოდ არაფერია.ლებრონა რო დაბრუნდება4-5 ადგილს იდეაში მალევე დაისაკუთრებს ლეიკერსი.თუ რა თქმა უნდა ტრავმებმა ისევ არ იჩინა თავი მთლიან გუნდში.ტრავმები ახლა იყოს ცოტცოტა აი მერე ფლეიოფში არ იჩინოს თავი ეგაა მთავარი

16:37 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მომენატრა ლებრონას თამაში დროზე დაიწყოს.რონდო კაია რო დაბრუნდა მარა რონდო საჭირო მერე იქნება ფლეიოფიათვის.რონდო მაგისთვის დაიმატა ლეიკერსმა მანდ უნდა ჩართოს ინტელექტი

16:36 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

შეიძლება უკეთესიც იყოს პირველივე გოლდენი რას გაიგებ მანდამდე დიდი დროა ვინ ვინ აკდლება და ვინ როგორ ფორმაში იქნება ეგ დიდი ამბავია

17:46 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

ისე კარიმ იცის ხოლმე პლეიოფის პირველი რაუნდის წინ ტრავმები და ხშირად მთლიანად სერიასაც ტოვებს ხოლმე რამდენიმე თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ.დურანტმაც გამოტოვა ერთხელ პირველი რაუნდის ორი თამაში.ეგრე თუ მოხდა მაშინ აწყობს პირველივეზე გოლდენი)))

18:25 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კი იდეალური იქნება დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

16:00 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

1 კარგი დაძაბული სერია მაინც მინდა რომ ვნახო ლებრონის შესრულებით დასავლეთში.გოლდენთან კი დაძაბულობა გამორიცხულია)))

15:58 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

იმედია გოლდენს არ დაეტაკება პირველივეზე თორემ აზრი არ ექნება მაგის პლეიოფში გასვლას.მაქსიმუმ 1 თამაში მოუგოს გოლდენს სერიაში ამიტო მაქსიმალურად უნდა ეცადოს თუ მეორე რაუნდში არა პირველ რაუნდში მაინც რომ აცდეს გოლდენს)))

15:52 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

ასეთი რთული სეზონი ლებრონს ბოლოს როდის ქონდა არც მახსოვს.ეს გამოიწვია იმან რომ მის გარდა კიდევ ბევრი დაშავდა გუნდში და მეორე ის რომ დასავლეთ კონფერენციაა,სადაც ყველა ყველას მომგებია და 10-12 გუნდი ამთავრებს სეზონს დადებითი ბალანსით.კარგიცაა რომ დაისვენა ეს 1 თვე,დაკარგული ჯერ არაფერია ყველაფერი წინაა,მთავარია დაიწყოს უკვე იმის ჩვენება რაც შეუძლია.ლებრონისთვის პლეიოფი ოლსტარის შემდეგ დაიწყება და კარგია დასვენებული რომ ხვდება მაგ პერიოდს.ოლსტარის შემდეგ მაგ 25 თამაშს და პლეიოფსაც ლებრონი ძაან მარტივად ჩაატარებს ყველას მაღალ დონეზე.40 თამაშის თამაში ლებრონისთვის პრობლემა არაა როცა მანამდე ამდენი აქ დასვენებული და იმ 40 თამაშშიც იქნება კიდევ თამაშები სადაც დაისვენებს.მოკლედ ველოდები ოლსტარის გასვლას და ნამდვილი ნბა-ს დაწყებას ყოველგავრი ექპერიმენტების გარეშე.ნამდვილი ნბა პლეიოფია მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა რომ ჩათვალეთ ოლსტარის შემდეგაც პლეიოფია ბევრი გუნდისთვის,პირველრიგში ლებრონისთვის და ლეიკერსისთვის.6-7 ადგილებით უნდა შევიდეს ლეიკერსი პლეიოფში (გოლდენი პირველზე გავა მაინც,ძაანაც რომ უნდოდეს წაგებები მაინც არ წააგებს სხვებზე მეტს) და კონფერენციის ფინალში დაჯდება ლეიკერსი დიდი ალბათობით.არ მგონია ამ გუნდით თუ ჯანმრთელი იქნება ყველა ლებრონმა პლეიოფი გოლდენის გარდა ვინმეს მოაგებინოს (თუ ჰიუსტონი არ გაძლიერდა კიდევ), თუმცა მაგარი ბრძოლები რომ ექნება ფაქტია.დიდი ინტერესით ველი დასავლეთის პლეიოფებს და იმედია იმედები არ გამიცრუვდება.ლებრონა დასავლეთის პლეიოფში მაგარი საინტერესოა და მომდევნო სეზონამდე ცდა არ მინდა)))პირველ რაუნდში ოკლაჰომა მეორე რაუნდში ჰიუსტონი და მერე გოლდენი.ეს იქნება იდეალური პლეიოფი და არა ინდიანა ტორონტო))

15:38 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

თან ჰარდენიც აძლევს მოტივაციას))მოკლედ ლებრონი მაგრად აიწყვიტავს უკვე განსაკუთრებით ოლსტარის შემდეგ.ბევრს აიღებს უკვე თავის თავზე და ამ ახალგაზრდებს ცოტა უკანა პლანზე გადაწევს რაც ამ მომენტისთისთვის სწორიცაა.გუნდის პლეიოფში გასვლა-არგასვლის საკითხი წყდება

15:36 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

მოკლედ ფილადელფიადან მოყოლებული მეტნაკლებად ფორმაში იქნება უკვე ლებრონიც და რონდოც.ამ ხნის უთამაშებელ და გამწარებულ ლებრონას უნდა უფრთხილდნენ გუნდები ახლა)))ფილადელფიას კლიპერსს ინდიანას არ ელით კარგი დღე))გოლდენი გაჭირდება წააგებს მაგრამ შეიძლება ფილას გარეთაც მოუგოს და იგივე ბოსტონსაც.გამწარებულ ლებრონასათან თამაში მარტივი არაა)))

15:32 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

ფილადელფიასთან ყველა ვარიანტში დაბრუნდება ვარჯიშობს უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით,მაგრამ ჯობია ფინიქსთან დაბრუნება არა იმიტო რომ ფინიქსს ლებრონის გარეშე ვერ მოუგებენ იმიტო რომ ფორმას აკრიფავს მეტნაკლებად მაინც რთული თამაშების წინ.პირდაპირ ფილადელფიასთან შეგდება 1 თვის უთამაშებელი კაცის არაა მიზანშეწონილი.

15:26 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

ფინიქსთან რომ ბრუნდება კარგია,მარტივი თამაშია გახურდება,ცოტას დაისვენებს კიდეც და მეტნაკლებად ფორმასაც აკრიფავს.ფილადელფიას და 6 თამაშიან გასვლით ტურნეს ფორმაში ყოფნა ჭირდება.მოკლედ ლეიკერსი ფილადელფიასთან ფავორიტიც არის უკვე სახლის თამაშში და იმ 6 გასვლიდანაც 3-ს მაინც მოიგებს.ოლსტარამდე დარჩენილი 9 თამაშიდან 5-6 უნდა მოიგოს ლეიკერსმა და მერე უკვე სულ სხვა ეტაპი წავა სადაც ლებრონი აიშვებს და უპრობლემოდ გავა ელეი პლეიოფში თუ კიდევ არ დაიმტვრა ხალხი.1 თამაში უნდა გაძლონ კიდევ მინოსეტასთან და ვსიო ბრუნდება ლებრონა

15:18 | 24.01.2019
ბაბუ პერესი (16691)

ჰარდენმა მაგრად აიშვა უკვე მაგრამ პოლი რომ დაბრუნდება შეანელებს ტემპს აუცილებლად,პოლის არ ყოფნამ ააწყვეტინა))მვპ-ია ულაპარაკოდ რომელზეც არ უნდა გავიდეს ჰიუსტონი,ზღაპარი სეზონი აქვს კაცს.მაგრამ რას გაიგებ ლიგისას კობის 2006-ში ნაღდი მვპ აახიეს,ჩემბერლენს 50 ქულიანი მვპ აახიეს და არც ჰარდენს აქვს გარანტირებული,თუმცა თუ სინდისი აქვს ნბა-ს ახლავე უნდა მიცენ სეზონის მვპ))ლებრონს რაც შეეხება მინოსესტას ტოვებს და დიდი ალბათობით ფინიქსთან დაბრუნდება იმათი დროით კვირას ჩვენი დროით ორშაბათ დილას.რონდოს მინოსეტასთან ელოდებიან.მოკლედ ფილადელფიას სახლის თამაშს და იმ 6 თამაშიან გასვლით ტურნეს მეტნაკლებად ჯანმრთელი გუნდით შეხვდება ლეიკერსი მხოლოდ ლონზო არ ეყოლება მნიშვნელოვანი რის გამოც ცოტა ამოისუნთქავს გუნდი.იმედია კიდე არავინ დაიტრავემბა.ოლსტარის შემდეგ კი გადამწყვეტი ბრძოლები წავა და იქ ლებრონას ბოლომდე ჩართვა იქნება საჭირო)))

17:13 | 24.01.2019
Marco888 (52)

Kai ra aishva ramdensac isvris imdenze mets mazavs ra mvp tips 61 qula qonda dlmara 15 samiani gamazuli dzalian bevrs isvris da magitom aqvs bevri qula tore ra mvp xo ar gadaobt. Klays 21dan 20 qonda kacs magdeni tavisufleba ro qondes yovel tamashze. Minimum 60 qulas dadebda

14:23 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჰარდენი საოცრებებს ჩადის ტიპს საშუალო თითქმის 37ქულა აქ

14:43 | 24.01.2019
KoRBeN DaLLaS (25040)

პარსავს ყველას და ყველაფერს ეგ თავად გასაპარსი ეგა

14:23 | 24.01.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კაია კაია მიდი ზაზა ეს შანსია უნდა გამოიყენო