სხვა

14:14 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კილაძის მე-8 ადგილი მიუნხენში

გუშინ გერმანიის ქალაქ მიუნხენში დაიწყო ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი პნევმატური იარაღიდან სროლაში. გაიმართა ახალგაზრდების შეჯიბრება, სადაც პისტოლეტიდან სროლაში სამი ქართველი ჩუბინი გამოდიოდა: გოგოებში ლიზი კილაძე და ნინო ხუციბერიძე ასპარეზობდნენ, ბიჭებში - აკაკი მოსულიშვილი.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ამ სამეულიდან ფინალში მხოლოდ კილაძე შევიდა, ვინც საკვალიფიკაციო 573 ქულით დაამთავრა და მესამე აღმოჩნდა, ფინალში გამოსვლა კი მერვე ადგილზე დაასრულა. მას ცალკეულ სერიებში ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა - 97, 95, 94, 97, 98 და 92. ის ორი ქულით ჩამორჩა მეორეზე გასულ ამერიკელ სარა ჩოეს, პირველი კი რუსი ნადეჟდა კოლოდა იყო 578-ით.
ფინალში გამოსვლა კილაძემ 109.2 ქულით დაასრულა და მერვე ადგილზე გავიდა.
ნინო ხუციბერიძემ 556 ქულით (94, 96, 93, 90, 94, 89) და 34-ე ადგილით დაასრულა გამოსვლა.
აკაკი მოსულიშვილი 32-ე ადგილზე გავიდა 563 ქულით (98, 92, 94, 94, 93, 92).
ამ სამეულს დღეს ისევ ექნება შანსი, რადგან მეორე სტარტი იმართება ისევ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.
შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი მოსამზადებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატისთვის ამავე ტიპის იარაღიდან სროლაში, რომელიც მარტში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტარდება.

0.137611