ჭადრაკი

13:26 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის სასახლეში ბოკუჩავას მემორიალი დასრულდა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.

ჭაბუკებში 7-დან 5,5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა თორნიკე წერეთელმა (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2. ილია კავკასიძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია; მწვრთნელი დავით ზარქუა);

3. გიორგი ნაყოფია (ზუგდიდი; მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა);

4. საბა ლომსაძე (თბილისი; მწვრთნელი დავით გურგენიძე);

5. ანდრია ლოლაძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია; მწვრთნელი დავით ზარქუა);

6. ლუკა კილაძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია; მწვრთნელი დავით ზარქუა);

7. დავით გოცირიძე (თბილისი).

ტექნიკური შედეგები

გოგონათა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ დიანა ლომაიამ (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა). მის აქტივში 7-დან 6,5 (!) ქულაა. 5-5 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს: მარიამ დოლაკიძემ (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია; მწვრთნელი დავით ზარქუა) და ელენე წოწონავამ (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა).

ტექნიკური შედეგები

ტურნირის დახურვაზე საპრიზო სამეულში გასული მოჭადრაკეები დააჯილდოეს: მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა ალექსანდრიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და ალექსანდრე ბოკუჩავას მეუღლემ მაია ბოკუჩავამ.

www.gcf.org.ge

0.118087