ძიუდო

11:47 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

თელ ავივის გრან პრიზე საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრებს ვიხილავთ

დღეს ისრაელის ქალაქ თელ ავივში სტარტს აიღებს ტრადიციული გრან პრი, რომელშიც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მხოლოდ ქალთა გუნდით იქნება წარდგენილი.

ტურნირის საწყის დღეს ტატამზე 3 ჩვენებური გავა. 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილი ალესია კუზნეცოვას დაუპირისპირდება, ხოლო ტეტიანა ლევიცკა-შუკვანს, რომელიც უკრაინის სახელით გამოდიოდა და საქართველოს დროშის ქვეშ დებიუტი ექნება, მასპინძელ პაზ კაფრისთან ჭიდილი ელის. დღესვე კოტ'დივუარელ ზულეიჰა აბზეტა დაბონესთან მოსინჯავს ძალებს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.).

თელ ავივის გრან პრიზე კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ: მარიამ ჭანტურია (70 კგ.) ისრაელის კიდევ ერთ წარმომადგენელ იარდენ მაიერსონს დაუპირისპირდება, ხოლო სოფიო სომხიშვილის (+78 კგ.) მეტოქე ხორვატი ივანა სუკალო იქნება.

0.113454