ჩოგბურთი

11:10 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ავსტრალიურ ბარნიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს დილით გორგოძე ამერიკელ ეიჟა მუჰამადს გაეჯიბრა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა - 6:2, 6:4.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის პირისპირ ესპანელი სილვია სოლერ-ესპინოსა დადგება, რომელმაც გზიდან ავსტრალიელი არინა როდიონოვა ჩამოიცილა.

აღსანიშნავია, რომ სოლერ-ესპინოსა 2012 წელს მსოფლიოს 54-ე ჩოგანი იყო, ამჟამად კი, კლასიფიკაციაში 184-ე ადგილი უკავია.

0.10972