ფეხბურთი

9:46 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სევილიამ“ „ბარსელონას“ თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი მოუგო

ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, „სევილიამ“ თავის „რამონ სანჩეს პისხუანზე,“ „ბარსელონა“ იწვია და 2:0 დაამარცხა.

58-ე წუთზე ანგარიში პაბლო სარაბიამ გახსნა, ბოლოსკენ კი ანდალუსიელთა უპირატესობა ფრანგმა ვისამ ბენ-იედერმა გაამყარა და გოლი „კარდიფის“ ტრაგიკულად გაუჩინარებულ ახალწვეულს, არგენტინელ ემილიანო სალას მიუძღვნა.

კატალონიელებს მთავარი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, ასევე სერხიო ბუსკეტსი აკლდათ. ფილიპე კოუტინიომ და ლუის სუარესმაც ოდენ ბოლო ნახევარი საათი დაჰყვეს მინდორზე.

სამაგიეროდ, „ბარსაში“ დებიუტი ჰქონდა კევინ-პრინს ბოატენგს, რომლის იტალიური „სასუოლოდან“ იჯარის შესახებ, კატალონიურმა კლუბმა 21 იანვარს გამოაცხადა.

საპასუხო შეხვედრა „კამპ ნოუზე,“ 30 იანვარს გაიმართება.

0.12218