ფეხბურთი

20:05 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" გიორგი პაპავა დაიმატა

„დინამო თბილისმა“ გიორგი პაპავა დაიმატა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი წერს, მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

პაპავა „დინამოში“ ადრეც თამაშობდა. კერძოდ, 2011-2015 წლებში და მერე კვიპროსულ „ნეა სალამისში“ გადავიდა. „დინამოს“ რიგებში 25 წლის ნახევარმცველს ორჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი, ხოლო ერთხელ სუპერთასი.

ბოლოს „რუსთავის“ ღირსებას იცავდა, იქამდე, „დილას“ რიგებშიც ირჯებოდა. პაპავას საქართველოს ნაკრებში 3 შეხვედრაც აქვს ჩატარებული.

0.113654