გონსალო იგუაინი ლონდონშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „ჩელსისთან“ კონტრაქტს გააფორმებს. Sky Sports-ის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია.
იგუაინი „ჩელსის“ ღირსებას იჯარით დაიცავს, ხოლო მისი გამოსყიდვა ზაფხულში იქნება შესაძლებელი. ტრანსფერი თითქმის დაადასტურა მაურიციო სარიმ. მისი თქმით, „პიპიტამ“ კონტრაქტს შესაძლოა დღესვე მოაწეროს ხელი.
31 წლის იგუაინმა სეზონის პირველი ნახევარი იჯარით „მილანში“ გაატარა და ლომბარდიელთა რიგებში 6 გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო უფლებები კი ტურინის „იუვენტუსს“ ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ იგუაინს სარისთან მუშაობის გამოცდილება იტალიური „ნაპოლიდან“ უკვე აქვს.