კალათბურთი

11:44 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტომ“ „საკრამენტოს“ მოუგო, „ოკლაჰომამ“ „პორტლენდს“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„ტორონტომ“ შინ „საკრამენტო“ 120:105 დაამარცხა. მესამე პერიოდში „საკრამენტომ“ ანგარიში გაათანაბრა 73:73 გახადა, მას შემდეგ კანადელებიანგარიშით სულ წინ იყვნენ. „ტორონტომ“ გუნდური კალათბურთი ითამაშა ექვსმა მოთამაშემ 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის სერჟ იბაკამ ორმაგი დუბლი შეასრულა 15 ქულა და 10 მოხსნა. „ტორონტო“ 36 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„ოკლაჰომამ“ საკუთარ დარბაზში „პორტლენდს“ 123:114 მოუგო. ოკლაჰომელები მეორე პერიოდში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც „პორტლენდმა“ შეხვედრის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა პოლ ჯორჯმა ჩააგდო. რასელ უესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა 29 ქულა, 14 პასი, 10 მოხსნა. „პორტლენდში“ 34 ქულით ლილარდი გამოირჩა.

„ტორონტო“ – „საკრამენტო“ 120:105 (29:34, 31:22, 28:22, 32:27)

https://www.youtube.com/watch?v=Z0YOkniAVuc

„ოკლაჰომა“ – „პორტლენდი“ 123:114 (25:25, 37:30, 31:32, 30:27)

https://www.youtube.com/watch?v=HLHHa9PFYZM

„დალასი“ – „კლიპერსი“ 106:98 (26:29, 32:27, 20:17, 28:25)

https://www.youtube.com/watch?v=COQXyeaHIq0

„ფინიქსი“ – „მინესოტა“ 91:118 (27:32, 22:32, 22:29, 20:25)

https://www.youtube.com/watch?v=AiYfyLftxlE

თეგებინბა
0.113044