თამაშგარე

10:50 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მომხიბლველმა კანადელმა მეჩოგნემ უსექსობაზე დაიწუწუნა

24 წლის კანადელი მეჩოგნე ჯენი (ეუხენია) ბუშარი ჩოგნის მარჯვედ ქნევის გარდა, საყოველთაოდ ცნობილი სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილმა პოსტმა გახადა. ჯენიმ საჯაროდ დაიწუწუნა, რომ 457 დღე სექსი არ ქონია, რაც მისთვის ნამეტნავად რთული და მწუხარებით გადასატანი ამბავი იყო.

ამის შემდეგ ჯენიმ დაწერა, რომ მან უბრალოდ იხუმრა და აღნიშნული პოსტი გართობის მიზნით დაწერა, მაგრამ სიტყვა “სექსის“ ხსენება ზოგადად ისეთი რამაა, ახალგაზრდას კი არა, მოხუცსაც ღლაბუცის მოყვარულად აქცევს და ასეთი ამბის ხელიდან გაშვება აბა როგორ იქნებოდა?!...

ჯენი ბუშარი გარეგნობითაც რომ არ დიწუნება, ამას ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფოტოებიდანაც დაინახავთ. ახლა მას უბრალოდ ისღა დარჩენია, სხვა ეპატაჟური ლამაზმანების მსგავსად ფერადი ჟურნალებიდან სარფიან შემოთავაზებებს დაელოდოს და გახდისთვის გახაზირებული საწმერული მალიმალ ისწოროს...

0.134827