„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა შემტევმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან ჰგავს ესპანეთისას. პარიზში გადაბარგებამდე ის ხომ „ბარსელონაში“ თამაშობდა.
„საფრანგეთს უფრო მალე შევეგუე, ვიდრე მეგონა. საქმე ისაა, რომ ლიგა 1 ძალიან ჰგავს ესპანეთის ჩემპიონატს. თავიდან გამიჭირდა პარიზთან შეგუება და ამან კლუბის ხელმძღვანელობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მაგრამ, ახლა ყველაფერი რიგზეა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ.“ - უთხრა ნეიმარმა Canal+.