ფეხბურთი

9:49 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი და ბუსკეტსი „სევილიასთან“ სათასო მატჩში ვერ ითამაშებენ

„ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი და თავდამსხმელი ლიონელ მესი ვერ მოხვდნენ გუნდის განაცხადში, „სევილიასთან“ ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, რომელიც დღეს, 23 იანვარს გაიმართება.

ისინი შეხვედრას მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გადაწყვეტილებით გამოტოვებენ. ტრავმების გამო ასევე ვერ ითამაშებენ სამუელ იუმტიტი, რაფინია და უსმან დემბელე. ხოლო დისკვალიფიკაციის კვალად „ბარსას“ ვერც ჯეისონ მურილიო დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109879