ფეხბურთი

23:40 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კუხიანიძე "დინამოს" ფეხბურთელია

ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გიორგი კუხიანიძე კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

კუხიანიძე "ტორპედოში" ჯერ 2011-2014 წლებში, მერე 2015-2016 და ბოლოს 2017 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში 26 წლის ფეხბურთელმა იმერული გუნდის რიგებში 204 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა.

"ტორპედოს" გარდა კუხიანიძეს "ზესტაფონში", ქობულეთის "შუქურასა" და თბილისის "ლოკომოტივშიც" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12305