ჩოგბურთი

23:59 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპი პირველობას დაკარგავს

ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალში მსოფლიო ნომერ პირველი ჩოგბურთლი სიმონა ჰალეპი 1:6, 6:4, 4:6 დამარცხდა.

ვინაიდან შარშან სიმონა ფინალში გავიდა და მან წელს ეს ქულები ვერ დაიცვა, ის რეიტინგის პირველ ადგილს დაკარგავს. მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგბურთელი პეტრა კვიტვა, კაროლინა პლიშკოვა, ელინა სვიტოლინა ან საომი ოსაკა გახდება. აქამდე ამ ოთხი ჩოგბურთელიდან რეიტინგში პირველ ადგილზე, მხოლოდ პლისკოვა იყო.

ამ დროისთვის "ლაივ რეიტინგში" 5770 ქულით პირველ ადგილზე პეტრა კვიტოვა იმყოფება. განახლებული რეიტინგი 28 იანვარს გამოქვეყნდება.

ჰალეპი პირველი ჩოგანი 2018 წლის თებერვალში გახდა, სულ ჯამში სიმონა 42 კვირა მსოფლიოს პირველი ჩოგბურთლია.

0.121783