ჭიდაობა

22:25 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს. გეგეშიძე დააპატიმრეს 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

0.12973