ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "ჰიუსტონის" ლიდერი ჯემს ჰარდენი და აღმოსავლეთში ბრუკლინის უკანახაზელი დეანჯელო რასელი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვბგვერდი ავრცელებს.
"ბრუკლინმა" სამივე შეხვედრა მოიგო, რასელი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 28 ქულას, 7 პასს და 3 მოხსნას აგროვებდა. ჯეიმს ჰარდენი კი საშუალოდ ერთ მატჩში 54 ქულას, 9 მოხსნას და 5 პასს აკეთებდა.